მედია საერთოდ თუ რაღაცას წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია, ეს არის უაღრესად ცუდი, რადგან მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლება მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესის შეფასებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია დამნაშავის დადგენა. მისივე განმარტებით, ყველა ის ადამიანი, ვინც არაკეთილსინდისიერად შეასრულა პროფესიული მოვალეობა აუცილებლად დაისჯება.