პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრ აჰმედ ბინ აქილ ალ ხატიბს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნებს შორის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელიც 2019 წელს შედგა, დამატებითი ნაბიჯი იყო ქვეყნებს შორის პარტნიორობის და ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილეს საინვესტიციო მიმართულებები.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, საუდის არაბეთთან ბიზნეს და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გააფართოვოს და მიესალმება საუდის არაბეთიდან საქართველოს ბაზრებზე კიდევ მეტი ინვესტორის შემოსვლას.