"ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წევრებზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თავდასხმის შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
რაც შეეხება არჩევნების დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე სამართალდამცველტა მობილიზებას გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან და დამკვირვებლებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება.
"შსს და პოლიცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მიერ თავიანთი აზრის გამოხატვის თავისუფლებას, წყნარად და მშვიდ გარემოში",- აღნიშნა გახარიამ.
მინისტრმა კომენტარი ფარულ ვიდეოჩანაწერზეც გააკეთა რომელშიც ზუგდიდს საკრებულოს ერთ-ერთი წევრი არჩევნებში გამარჯვების გზებზე საუბრობს.