პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას და მცირე საწარმოების განვითარებას.
პრემიერმა გურიაში, სოფელ კვირიკეთში ნორვეგიული კალმახის სალიფსიტე მეურნეობა „გურია ფიში“ დაათვალიერა. რომელიც 1 500 000 ლარით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაფინანსდა სახელმწიფოს მხრიდან. მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურად განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის დარგი, რომელსაც როგორც მოსახლეობის დასაქმების, ისე ექსპორტის პოტენციალი აქვს.
საწარმოში ამ დროისთვის განხორციელებულია 1 200 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.