"ეს საერთო გამარჯვებაა" - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ატრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის რესპუბლიკას 2008 წლის ომთან დაკავშირებული დავა მოუგო.
„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა-საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!“,- წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.