მინდა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისთვის. ეს წარმოადგენს საქართველოსთან დაკავშირებულ პირველ დამოუკიდებელ კანონს, რომლის წყალობითაც ჩვენი პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადადის, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებაში, რომელიც მთავრობის მეთაურის "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნდა.
"ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა", – წერს გიორგი გახარია. ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაური თავდაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით დოკუმენტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.