შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს მთავრობას მოუწევს, ეს არის განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს. ასევე თუ ქვეყანაში სახარბიელო ეპიდმდგომარეობა იქნება, პრემიერის აზრით, შესაძლებელი გახდება მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებაც.