"რაღაც პერიოდი დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ და ამის შემდეგ ჩემს იურიდიულ, როგორც მოქალაქის ვალდებულებებს და უფლებებს, აღვასრულებ სრულად",- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადების კომეტირებისას განაცხადა.კითხვაზე, რა აზრის იყო მინისტრი მამუკა ხაზარაძის მოწოდებაზე, წერილთან დაკავშირებით სასამართლოში ემართლებინა თავი, მინისტრმა უპასუხა, რომ ხაზარაძემ სჯობს კვალიფიციური ადვოკატები დაიქირაოს.შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ის მამუკა ხაზარაძის განცხადებებს აღარ ადევნებს თვალყურს, რადგან დროის დაკარგვა არ სურს.