შს მინისტრი გიორგი გახარია ნებისმიერ დროს მზადაა, რომ პარლამენტში მივიდეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, "ევროპული საქართველოს" მიერ გახარიას პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში აცხადებენ, „ევროპული საქართველო“ შს მინისტრის პარლამენტში მისვლას 31 ოქტომბრამდე ითხოვდა, მაგრამ საარჩევნო პერიოდი იყო და გახარიამ მისვლა ვერ მოახერხა.
"ევროპული საქართველო" საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე პარლამენტში შს მინისტრს და მთავარ პროკურორს იბარებს.