ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან კონკრეტული დავალებები გაიცა. როგორც გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამავე საკითხზე დეტალურად 2 მაისს, პარლამენტში ისაუბრებს.