საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური კოლეგა პრემიერს, მარკ რუტეს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, ნიდერლანდების პრემიერმა საქართველოში ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყნად იქცა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და ის ნიდერლანდებისა და ევროკავშირის მთავარი პარტნიორია.
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობების დადასტურებაა.