შს სამინისტროსთვის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა “ბასიანით“ არ დაწყებულა და არც დამთავრდება - როცა საქმე ნარკოტიკებს ეხება, დახურული სივრცეები არ იარსებებს - ამ განცხადებას გიორგი გახარია აკეთებს. პარლამენტში მას ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერებებით ახალგაზრდების მოწამვლის საკითხებზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწია. "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ანა სუბელიანის კითხვა გაახმოვანა. ხოშტარიამ 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მოითხოვა განმარტებები. გახარია მიიჩნევს, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა არ შეიძლება იყოს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი. ის იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაში პარლამენტი მხარს დაუჭერს.