გიორგი გახარია მთავრობის წევრებს საქართველოში მოგზაურობისა და დასვენებისკენ მოუწოდებს - Palitra News

გიორგი გახარია მთავრობის წევრებს საქართველოში მოგზაურობისა და დასვენებისკენ მოუწოდებს

2020-06-09 11:04:20+04:00

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წევრებს საქართველოში მოგზაურობისა და დასვენებისკენ მოუწოდებს. როგორც გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, მიმდინარე წელს ეს იქნება დიდი მხარდაჭერა ეკონომიკისათვის.