პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მომდევნო ერთი თვის განმავლობაში პარლამენტში სამჯერ მივა.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრებმა განუცხადეს, მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 27 მაისს საკუთარი სურვილით, 29 მაისს ინტერპელაციის წესით, ივნისში კი წლიური ანგარიშით წარსდგება.
მმართველ გუნდში დარწმუნებით აცხადებენ, რომ პრემიერს და მის გუნდს ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხები ექნება, რაშიც ეჭვი ეპარებათ ოპოზიციაში.