პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის ხულიგნობისა, ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 მეათედ პროცენტს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ მან პროექტის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრეზენტაციაზე გააკეთა. მისივე თქმით, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნულ პროექტში არასდროს იქნება 100-ზე ნაკლები საინვესტიციო შეთავაზება.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს ეფექტური და სწრაფი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.