ხელისუფლება ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ეს თანხა მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების მიმდინარე წარმოების და ბიზნესის შესანარჩუნებლად.
ამასთან, გახარიამ მიმდინარე ხარჯების რადიკალური შემცირების საჭიროებაზე ისაუბრა და სამინისტროებს მოუწოდა, რომ ის რესურსები, რომელიც დღეს არის მობილიზებული კრიზისულ ბიუჯეტში უწყებების მიმართულებით, მაქსიმალურად რაციონალურად იყოს გამოყენებული