საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც პრემიერმა და სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, საუბარი იყო დარგში არსებულ ორ ძირითად პრობლემეზე, კერძოდ, ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ქართული ღვინის ხარისხზე.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორივე მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და მთავრობა მზად არის მევენახეობა-მეღვინეობის დარგს უფრო მეტად განვითარებაში დაეხმაროს. გიორგი გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ 2019 წლის რთველზეც ისაუბრა. როგორც ცნობილია კახეთის შემდეგ რთველი რაჭაში გრძელდება და პრემიერის თქმით მთავრობა მზად არის თვალი ადევნოს და დაეხმაროს მევენახეებს, რთველის მიმდინარეობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში.