საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის. პრემიერ გიორგი გახარიას წერილის ქართულ თარგმანს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს. „ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ, ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებას. ნოემბერში თქვენი დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, ამერიკელმა ხალხმა ნდობა გამოგიცხადათ თქვენ, როგორც ლიდერს, და თქვენს ხედვას ამერიკული იდეალების ხორცშესხმასთან დაკავშირებით როგორც შინ, ისე მთელ მსოფლიოში. ამ ისტორიულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ამერიკული დემოკრატიის და ინსტიტუტების სიძლიერე და სიმტკიცე - ნათქვამია გიორგი გახარიას წერილში.