გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა - Palitra News

გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

2019-01-14 12:04:16+04:00

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს, საოკუპაციო ხაზთან შეხვდა. მინისტრმა განმუხურის საგუშაგოზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.შსს-ის ინფორმაციით, განმუხურის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.