თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება, ღონისძიების მეორე დღე ისევ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გახსნა.
გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს ფორუმი ყველა მონაწილეს დაეხმარება ახლებურად გაიაზროს ეს რეგიონი და ქვეყანა. მან ყურადღება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად უნდა იქცეს.
აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში 22 ოქტომბერს გაიხსნა, ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი ესტუმრა.