პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით ჩატარდება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს წარმატება ქვეყანას სჭირდება. ამასთან როგორც პრემიერი ამბობს, 2020 წლის არჩევნებზე ქვეყანა ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით მიდის.