ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად მათი განლაგებისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მან არჩევანი ეფექტურობის სასარგებლოდ გააკეთა.
"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მიუხედავად მათი განლაგებისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუხედავად იმ რისკებისა, იმ პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება მოხდეს", - განაცხადა გახარიამ.