პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ქართული ჯარის წინაშე ყველამ უნდა მოიხადოს ბოდიში და გადაიხადოს მადლობა იმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად საქმიანობენ. იგი ასევე ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაჭრის ფაქტსაც გამოეხმაურა და მათ ჯანმრთელობა და მეტი გამარჯვება უსურვა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც იარაღი აქვს. მისივე განცხადებით, ქვეყანას არც ისეთი ეკონომიკური მდგომარეობაა აქვს რომ სამომავლოდ ჰქონდეს იარაღის და რეგიონის დაპყრობის პოტენციალი.