აგვისტოს ომიდან 12 წლის თავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალური ქსელით ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქ“ პოსტში წერს საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას. მისი განცხადებით, ქვეყანა ამ უდიდესი გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე დგას და ამ პროცესში საქართველოს გვერდით საერთაშორისო პარტნიორები დგანან. მისივე თქმით, მთავრობა აღარასდროს გაიმეორებს წარსულის შეცდომებს რადგან კარგად ესმის რომ მშვოდობას ალტერნატივა არ აქვს.
"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მიიყვანას ქვეყანას საბოლოო მიზნამდე - სრულ დეოკუპაციამდე“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.