პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი პირის შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების მსგავსი შეწყალება.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შეწყალების მექანიზმებს სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რის აუცილებლობაზეც პრეზიდენტმაც ისაუბრა.