ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული და გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. მისი თქმით, მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებში დამნაშავე პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯნონ."ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი", - განაცხადა მინისტრმა.