პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს "პალიტრანიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვა იგეგმება.
როგორც პრემიერმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, შენობის გაყიდვის საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს.მისი თქმით, ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. მისივე ინფორმაციით პარლამენტის შენობას ექნება თავისი დატვირთვა და ის შეიძენს ახალ ეკონომიკურ მიმზიდველობას.