16:12
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
გიორგი გაბუნია "რუსთავი 2"-ის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა
19-10-2019

“იმის მცდელობაა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს”,- ამის შესახებ გადაცემა “პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მან ხელი მოაწერა გაუთქმელობის შეთანხმებას და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიების მიზანი “მთავარი არხისთვის” ხელის შეშლაა.

“იდენტური საქმეა, რაც ჩემი კოლეგების შემთხვევაში იყო და ბუნებრივია, ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე. პირველ რიგში არის იმის მცდელობა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. რომ გითხრათ, რომ ჩემ მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა. გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, “მთავარი არხისთვის” ხელის შეშლაა გამოძიების მიზანი. ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ ეს საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გვარამიას ეხებოდა შეკითხვები. ვერ გეტყვით რაზე დაგვისვეს შეკითხვები, საქმე ეხება სხვადასხვა თანხებს", - განაცხადა გაბუნიამ.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული.

AutoPlay
თბილისში დაგეგმილ აქციას ოპოზიციის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც უერთდებიან
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს - მეუფე ნიკოლოზი
გამოქვეყნდა 48 წუთის წინ
აქცია რუსთაველის გამზირზე
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ირანში საწვავზე ფასის მატების გამო გამართულ აქციას 2 ადამიანი ემხვერპლა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პარიზში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის წევრებმა აქციების დაწყებიდან 1 წლის გასვლასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
თბილისში დაგეგმილ აქციას ოპოზიციის მხარდამჭერები ქუთაისიდანაც უერთდებიან
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები