პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უფლებადამცველი გიორგი გაბედავა კონტრაქციას აანონსებს. გიორგი გაბედავა რამდენიმე მოქალაქესთან ერთად აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფება და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შეუერთდნენ. მისი განცხადებით, უნდა ხდებოდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება და არ უნდა მოხდეს „ნარკოტიკების დაკანონება". ამ ეტაპზე კი აქციის ორგანიზატორები კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ, თუ როგორ და რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი.