11:57
19 იანვარი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
გიორგი ჩოგოვაძე "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალურ დირექტორად დაინიშნა
27-12-2018

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭომ გიორგი ჩოგოვაძე გენერალურ დირექტორად დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩოგოვაძეს 2014 წლის ნოემბრიდან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, სადაც ის ტურისტული ბიზნესიდან მოვიდა.
გარდა ამისა, გიორგი ჩოგოვაძეს აქვს სამოქალაქო ავიაციის სექტორში საქმიანობის გამოცდილება: 1998 – 2004 წლებში მას საპასუხისმგებლო პოზიციები ეკავა საქართველოს ავიაბაზარზე მომუშავე ავიაკომპანიებში.
რაც შეეხება „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ახალ ხელმძღვანელს, მისი შერჩევა კონკურსის შედეგად მოხდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები