ტურიზმის ადმინისტრაცია და სხვა უწყებები გააათკეცებენ მუშაობას ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის და იმიჯის გამოსწორებისთვის, -ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.მისი თქმით გარკვეული საიმიჯო ზიანი მიიღო ქვეყანამ ამ ფაქტის გამო, მაგრამ მთავარია მოხდეს კონსოლიდაცია, მათ შორის საზოგადოების წევრების მხრიდან. რაც შეეხება ექსპერტებს, როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ავსტრიელი და ფრანგი ექსპერტები მუშაობენ გუდაურში და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი წინასწარი შეფასება.