რუსთავის მთავარ სამმართველოში გიორგი ჭანტურიას ბრალი წარუდგინეს. მას სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.დაკავებული ბრალს არ აღიარებს. საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს ჭანტურიას და. მარიამ ჭანტურიას განცხადებით, მას თითის ანაბეჭდების ნიმუში უნდა აუღონ.საგამოძიებო მოქმედება, სავარაუდოდ, ჭანტურიების საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებულ საბრძოლო მასალას და იარაღებს ეხება.გამოძიების ფარგლებში ადრე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 7 აგვისტოს ხელმეორედ დააკავეს.ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას, მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, სარდაფში მდებარე ტახტიდან სამი იარაღი ამოიღეს.