19 წლის ქართველი ნახევარმცველი რამდენიმეკვირიანი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და "სენტ ტრუიდენთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. ახალგაზრდა მოთამაშემ ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 2 შეხვედრაში ითამაშა და 30 იანვრის შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა. გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას გუნდი კვირას, 17 მარტს "სენტ ტრუიდენთან" იუპერლიგის დასკვნითი, 30-ე ტურის მატჩს გამართავს. ამ ეტაპზე "გენტი" მე-6 ადგილზე იმყოფება და თუ სტუმრად მეტოქესთან არ დამარცხდება, ასპარეზობას საჩემპიონო პლეი-ოფში გააგრძელებს.