"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ ივანიშვილი აპირებს, სამაგიერო გადაუხადოს და პასუხი აგებინოს კახელ გლეხს იმ შედეგისთვის, რაც "ქართულმა ოცნებამ" კახეთში გასული წლის არჩევნებზე მიიღო.
ბოტკოველის განცხადებით, ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ყურძნის ფასი 60-70 თეთრი იქნება და სახელმწიფო უარს ამბობს სუბსიდირებაზე, მთავრობის მხრიდან გლეხის დაცინვაა.