"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას მოუწოდებს, ყურძნის ფასი გლეხის შრომის ადეკვატური იყო. ბოტკოველის განცხადებით, 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი 1.50 ლარით უნდა განისაზღვროს, ხოლო საფერავის ღირებულებამ 3 ლარი შეადგინოს.
"ჩვენ, კახეთსა და ყველა რეგიონში, სადაც ყურძნის მოსავალია, ვაწარმოებთ კამპანიას, ვაიძულოთ ხელისუფლება, გადაუხადონ ის ფასი, რისი პირობაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა გასცა", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.