"ქართულიოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბირბიჩაძემ ვაკის რაიონში დასუფთავების აქცია გამართა. ღონისძიების მიზანი, ბუნების ნარჩენების გარეშე შენარჩუნება და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა. გიორგი ბირბიჩაძის თქმით, ქალაქის დასუფთავებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა 24 საათიან რეჟიმში ზრუნავს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დედაქალაქის სისუფთავესა და გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.