"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით იგი მზად არის, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე გამოცხადდეს. ამასთან, ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მის მიმართაც იგივე სცენარი განვითარდეს, რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ შსს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. როგორც სამინისტროში აცხადებენ მაგისტრატ მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შუამდგომლობით იმის გამო მიმართეს, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობენ.