ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას თავად პროკურატურა ავრცელებს.
"საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. მთავარი პროკურორის მოადგილის დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა" - ნათქვამია განცხადებაში. მოქმედი მთავარი პროკურორის ირაკლი შოტაძის დანიშვნამდე ბადაშვილი თავად იყო მთავარი პროკურორი, თუმცა პოსტი დატოვა და სამუშაოდ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადავიდა.