ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო მოსამსახურეებმა ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს, მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს და ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები და საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრები იმყოფებოდნენ.