საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ენსხედეს „ტვენტეში“ ითამაშებს. აბურჯანია „ტვენტეში“ 2021 წლის 30 ივნისამდე ორწლიანი იჯარის წესით ითამაშებს, რომელთაც ქართველის გამოსყიდვის უფლება ექნებათ. აბურჯანია ტვენტეში 21 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან აბურჯანია სევილიას ახალგაზრდულ გუნდში ირჯებოდა. მან გასული სეზონი იჯარით ლუგოში გაატარა და 23 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელმა 10 მატჩი ჩაატარა.