საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს, ლაჩრულს, ვერაგულს, ცალსახად დისკრიმინაციულსა და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებაში ერთი მარცვალიც რომ იყოს სწორი, ის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზეც და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზეც.