ჯიპა-ს კანცლერი, ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი მთავრობას ურჩევს, ხარჯების შესამცირებლად მუშაობის მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს.
როგორც აბაშიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ელექტრონული მმართველობა სახელმწიფოს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
გიორგი აბაშიშვილმა ინვესტიციების შემცირებაზეც ისაუბრა და განცხადა, რომ ეს ტენდენცია საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება და მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ შიდა ინვესტიციების მიმართულებით უფრო მეტი იმუშაოს.
აბაშიშვილმა ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, შემოდგომაზე ბიუჯეტი კიდევ დაკორექტირდეს.
ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან საქართველომ საგარეო ვალთან ერთად გრანტებიც მიიღოს, რისთვისაც „ყველა საჯარო მოხელემ ეფექტურად უნდა იმუშავოს“.