პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას დემოკრატიის ტესტი აქვს ჩასაბარებელი, რაც კონსტიტუციის ახალი მოდელის ფართო კონსენსუსით მიღებას გულისხმობს.
როგორც აბაშიშვილმა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუ ხელისუფლება კონსტიტუციის ახალ რედაქციას კონსენსუსის გარეშე მიიღებს, კონსტიტუციური ცვლილების დამტკიცება არალეგიტიმური იქნება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.