56 წლის ასაკში მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერლის კოლეგები ავრცელებენ.შეგახსნებთ, მომღერალი ხანგრძლივი დროის განამვლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ცოტა ხნის წინ გიო ხუციშვილს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მანამდე მომღერალმა კონცერტი გამართა, სადაც ოცი სიმღერა შეასრულა, მათ შორის იყო დუეტები მეუღლესთან და შვილთან, ზუკა ხუციშვილთან ერთად.კონცერტს ფილარმონაში და ვარსკვლავის გახსნას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. იქ იმყოფებოდა საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც. სწორედ მან გახსნა მომღერლის ვარსკვლავი.