ბუტა რობაქიძის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პროცესზე პროკურატურის მთავარი მოწმის, გრიგოლ ბაშალეიშვილის დაკითხვა დაიწყო. საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც რობაქიძის მიმართ გაისროლა სხდომაზე მომხდარის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მან დაადასტურა რომ მაღალჩინოსნებისგან მითთითება მიიღო რომ ოქმში ჩაწერილიყო რობაქიძის ლიკვიდაცია ორმხრივ სროლას მოყვა. ბაშალეიშვილს გარდაცვლილის მამამ პროცესზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სოსო რობაქიძე დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს. მოწმის დაკითხვა 15 იანვარს გაგრძელდება.