გიორგი ვაშაძეს უნდა პენსიონერების ვითომ დამცველი გამოვიდეს, ეს თემა ელისაშვილს წაართვა - იცი რომ 2 წლის წინ 50% იყო, იმის წინ 100%-იანი სესხები ჰქონდათ პენსიონერებს, ხმა არ ამოგიღია, ალბათ, მაშინ უკრაინას ალაგებდი“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარიზაციის პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.
როგორც ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, გიორგი ვაშაძემ მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიოს.