ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences 21 მილიარდ დოლარს გადაუხდის კომპანიას Immunomedics-ს, მისი პრეპარატისთვის, რომელიც მკერდის კიბოს საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ის გადაიხდის 88 დოლარს თითო აქციაზე, რაც 108% -ით მეტია მის ამჟამინდელ ღირებულებაზე. შეთანხმება მოწონებულ იქნა კომპანიების დირექტორთა საბჭოების მიერ და კონტრაქტის საბოლოო გაფორმება მეოთხე კვარტალში მოხდება.
პრეპარატი Immunomedics Trodelvy მიმდინარე წლის აპრილში ნებადართული იქნა შტატებში როგორც მკერდის კიბოს საწინაღმდეგო პრეპარატი. კომპანია ახლა ელოდება ნებართვას მის გამოყენებაზე ევროპაში, უკვე მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. Immunomedics ასევე იკვლევს პრეპარატ Trodelvy-ის გამოყენებას შარდის ბუშტის კიბოს სამკურნალოდ და ასევე ფილტვის კიბოსა და სხვადასხვა სიმსივნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
Gilead აქამდე ცნობილი იყო როგორც ც-ჰეპატიტისა და აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელი კომპანია.