სამართალდამცავებს კვლავ ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ - გაზეთ ქრონოკინა პლურსის რედაქტორის შვილის სასამართლო პროცესზე ის პოლიციელები უნდა დაიკითხონ, ვისაც ელისო კილაძე და დავით ხარშილაძე ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ. პროცესზე, დაცვის მხარეს მოწმის სახით დასაკითხად დაბარებული ჰყავს: ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილი და ამავე სამმართველოს თანამშრომლები - არჩილ ოქრუაშვილი, მიხეილ ჩივიაშვილი, ზაზა ჯახველაძე და ალექსი კობერიძე. კილაძე ამბობს რომ არ აქვს მოლოდინი, რომ პოლიციელები სიმართლეს იტყვიან და აღიარებენ, რომ მის შვილს ნარკოტიკები ჩაუდეს.