გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში უმასპინძლა. გიგლა აგულაშვილმა მოსწავლეებს სამინისტროში განხორციელებული და სამომავლო გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ ესაუბრა. არემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წელს “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სახელმძღვანელოს საქართველოს რეგიონების საბავშვო-ბაღებში დანერგავს.