დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დაესწრებიან. შეხვედრა ლეიბორისტების პარტიის ოფისში 14.00 საათზე დაიწყება. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებაა.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ დაუჭერენ მხარს 8 მარტის შეთანხმებას.
შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნება გეგმა, როგორ განაწილდება მანდატები ოლქებში, თუ კი მათი მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდება. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია რურუასთან ერთად გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.